Wednesday, March 7, 2012

პროექტი


პროექტის სახელწოდება– რატომ არ ირჩევენ „ყველაზე ჭკვიანები“ მათემატიკას.
აქტუალობა– რუსთავი2–ის გადაცემა „ყველაზე ჭკვიანები“ და იმედზე გადაცემა „ეტალონში“ მოსწავლეები ყველაზე ბოლოს იტოვებენ კითხვებს მათემატიკიდან. ის მოსწავლეებიც კი რომლებიც მათემატიკას ასახელებენ ყველაზე საყვარელ საგნად, თავს არიდებენ ამ საგანს
მიზანი– კვლევის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი–მე–9 კლასი
ხანგრძმივობა–ერთი კვირა.
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ქაღალდი, მარკერი,ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა– მოსწავლეების ერთი ჯგუფი იკვლევს რა მდგომარეობაა ამ პრობლემის მხრივ მე–9 კლაში. მეცნიერების რა ნაწილს ირჩევენ რესპონდენტები. ამის შემდეგ ადგენენ მონაცემთა ცხრილს და დიაგრამას.
მეორე ჯგუფი იკვლევს, იძლევა თუ არა სასკოლო პროგრამა და სახელმძღვანელო საკმარის მასალას დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და აგებს ამ მონაცემებით დიაგრამას.
მესამე ჯგუფი არჩევს მასალას, რომლის გამოყენებაც სასურველია გადაცემის დროს და ადგენს თარიღს, როდესაც ჩატარდება შეჯიბრი კლასში, შერჩეული კითხვების მიხედვით.
წარდგენა–პირველი და მეორე ჯგუფი პროექტორის საშუალებით აჩვენებს სლაიდებს, რომელზეც მათ მიერ მოგროვილი იმფორმაციის მიხედვით აგებულია დიაგრამები. მესამე ჯგუფი წარადგენს შეჯიბრის შედეგებს. შედეგებიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნას, ვინაიდან მათემატიკური კითხვები საჭიროებენ თუნდაც მარტივ გამოთვლებს, რასაც ჭირდება უფრო მეტი დრო ვიდრე სხვა საგნის კითხვებს, ამიტომ მოსწავლეები თავს არიდებენ ამ საგანს.
საგნებთან კავშირი–შეჯიბრების ჩატარების დროს კითხვები აღებული იქნა ყველა საგნიდან.
ხელმძღვანელი–ლია ჩიტაძე.
რელმძღვანელის ელ. ფოსტა–chitadze.lia@gmail.com